15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ქუთაისში წინასაახალწლოდ ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქალაქის მთავარ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებასთან დაკავშირებით კონცერტი არ გაიმართება.

 

"15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება“, - აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.