სამართალდამცავებმა სწორად უნდა გამოიყენონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ჰასან ხალილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მან მწუხარება გამოთქვა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ ვინმეს ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებს. მან ბავშვის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„მწამს, მალე ყველა გავიგებთ, კონკრეტულად სად მოხდა შეცდომის დაშვება და ჩავარდნა.

 

მთავარია, სოციალური მუშაკის როლი გაძლიერდეს, რათა ყველა ოჯახს შესაძლებლობა ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა და დახმარება მიიღოს, როცა ბავშვი გადის რთულ ასაკს. მისთვის აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი ფსიქო- სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება. სამართალდამცავებმა სწორად უნდა გამოიყენონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. unicef-მა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმის აუცილებლობაზე, რომ შეიქმნას მხარდამჭერი მექანიზმები ოჯახის, საზოგადოებისა და სკოლის დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მხრიდან ამ რთული ასაკის გავლას უმტკივნეულოდ. 20 სექტემბერს მიღებული "ბავშვთა კოდექსი" ამას მკაფიოდ განსაზღვრავს და ყველა უწყებას ავალდებულებს, რომ ასეთი მექანიზმები შეიქმნას, რათა ბავშვის უფლებები დაცული იყოს ყველა დონეზე,"- განაცხადა ჰასან ჰალილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.