“საზოგადოებაში აბსოლუტურად სამართლიანად ჩნდება განცდა, რომ კუხიანიძის განცხადებები გარკვეულწილად გამოხატავს იმ განწყობებს, რომელიც სახელისუფლებო გუნდშია”, - ამის შესახებ ამის შესახებ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება ღიად არ გამიჯვნია ერეკლე კუხიანის განცხადებებს.

 

„სამწუხარო ისაა, რომ კუხიანიძეს არც კი გამიჯვნია არავინ ცალსახად და ღიად ხელისუფლებიდან, რომ ეთქვათ, რომ ეს ადამიანი ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავს ყველაფერს, შეიძლება ვერ წავიდეს საკრებულოდან, რადგან ჩვენთან აზრის თავისუფლება დაცულია, მათ შორის, ყველაზე უაზრო აზრის თავისუფლებაც კი დაცულია, მაგრამ მისი შეხედულება ჩვენს შეხედულებებს რადიკალურად ეწინააღმდეგება პრინციპულ პოლიტიკურ საკითხზე - ჩვენ ეს არ მოგვისმენია. ამიტომ, საზოგადოებაში აბსოლუტურად სამართლიანად ჩნდება განცდა, რომ მისი ეს განცხადებები გარკვეულწილად გამოხატავს იმ განწყობებს, რომელიც სახელისუფლებო გუნდშია, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ მოქალაქეს, რომელსაც მნიშვნელოვანი გასაჭირი აქვს სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება უძლურია დაიხსნას თავისი მოქალაქე ოკუპანტი ქვეყნის ტყვეობიდან და ნაცვლად იმისა, რომ მისი მხარდამჭერი განცხადებები კეთდებოდეს და მისი ოჯახის გამხნევება ხდებოდეს, ხელისუფლება და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამის საპირისპიროს მოქმედებენ, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტი და ერთგვარი შეურაცხყოფაც კი არის ქართული საზოგადოების”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.