„შვილო, ლუკა, ბოდიში", "დღეს მეც ლუკას დედა ვარ", "ბოდიში ლუკა, ვერ დაგიცავით", - ამ ლოზუნგებით მთავრობის ადმინისტრაციასთან დედები მდუმარე აქციას მართავენ.

 

შეკრებილები სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ოჯახს.

 

"ლუკა დღეს ყველას შვილია. ვერ დავიცავით სიკვდილისგან, ამ გაჭირვებული ცხოვრებისგან და და ბოდიშს ვუხდით. რატომ არ კითხეს რა დააშავა ამ ცხოვრებამ მისთვის?! რატომ დაწერა ის წარწერა", - განაცხადა მანანა რაზმაძემ.

 

აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს, რითაც მწუხარებას გამოხატავენ მოზარდის გარდაცვალების გამო. ამასთან, შეკრებილებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

 

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აღმართული დროშების ბოძებზე შავი ლენტები გააკრეს, რაც მათი თქმით, სიმბოლურად გუშინდელი ტრაგედიის გამოხატულებაა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.