მივესალმები და ტაშს ვუკრავ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას - ასე გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩუსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

 

„მივესალმები და ტაშს ვუკრავ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა ცხინვალის პატიმრობიდან“, - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის პოსტერი წარწერით „თავისუფლება ვაჟა ექიმს“.

 

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.