შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, დაახლოებით 7 საათი იყო, მაგრამ იქ მე ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა, რაც იყო თავიდანვე,-აღნიშნული განცხადება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ექიმის განმარტებით, მას პოზიცია არ შეუცვლია და რუს მესაზღვრეებსა და ცხინვალის მილიციის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ მას საქართველოს საზღვარი არ დაუტოვებია, არამედ იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

"ჩემი პოზიცია იყო პირველივე დღიდან და არც შემიცვლია და ეს ჩემი პოზიცია იყო, რომ მე არ დამეტოვებინა საქართველოს საზღვარი, იმიტომ რომ მე საზღვრის გადაკვეთა ვიცი.... წელს, დაახლოებით, 7 ქვეყანაში მომიწია ყოფნა. ვიცი საზღვრის გადაკვეთა, როგორ ხდება. მე პირველივე დღესვე, რუსი მესაზღვრეები იქნებოდნენ, თუ ცხინვალის მილიციის თანამშრომლები, ვეუბნებოდი, რომ საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია, მე ვიმყოფები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

დაკავება ჩვეულებრივად მოხდა. განსხვავება, ალბათ, ერთადერთი ის იყო, რომ მე ვიყავი მეათასე დაკავებული და, ალბათ, მეკუთვნოდა ტურისტული მოგზაურობა, ექსკურსიები ლექციები“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.