პარლამენტის შენობის წინ არსებული ყველა კარავი აღებულია.კარვების დაშლა სავარაუდოდ, საახალწლო ღონისძიებებს უკავშირდება.

 

ადგილზე 112-ისა და "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

 

პარლამენტის შენობის წინ ასევე იმყოფებიან "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი. ისინი პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვების დაშლას აპროტესტებენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.