პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები თბილისის მერიის წარმომადგენლებს გასართობი ატრაქციონების დადგმის საშუალებას არ აძლევენ. ეს ფაქტი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა.

 

სამართალდამცავები და მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, თავის მხრივ, ცდილობენ, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს ახალი წლის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები დაადგმევინონ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.