"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ და აქციის მონაწილეებმა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ყველა იმ ადამიანის სოლიდარობის ნიშნად, ვისი კარავიც პარლამენტის შენობის წინ იდგა და მერიის წარმომადგენლებმა აიღეს, კარავი გაშალეს.

 

მათი განცხადებით, კარავის გაშლას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

 

"ეს არის სოლიდარობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც რეპრესიების მსხვერპლია. სოლიდარულები ვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ არ გაუვათ. რაც არ უნდა გვეჭიდაონ და გადაგვაგდონ გზიდან, არ გაუვათ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვესმოდეს, რომ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის ეზო ვერ იქნება",-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა კარვებისგან გაათავისუფლეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.