პარლამენტის წინ განთავსებული გასაბერი ატრაქციონი ჩაიფუშა. რა გახდა ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ცნობისთვის, დილით თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ განთავსებული ატრაქციონები რკინის კონსტრუქციით შემოღობეს. მათი განმარტებით, შემოღობილ ტერიტორიაზე დამატებითი ატრაქციონები უნდა დაიდგას, რის გამოც მოქალაქეებს რკინის კონსტრუქციების მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

 

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდნენ. ისინი შენობის წინ კარვების ნაცვლად ატრაქციონებისა და ბატუტის დადგმას აპროტესტებდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.