დღეიდან, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში რამდენიმე ახალი რეგულაცია შევიდა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხება.

 

კერძოდ, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. შესაბამისად, დღეიდან მძღოლები ვალდებული არიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ ქონის ვალდებულება.

 

ამასთან, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი იცვლება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება. ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი ფიქსირებულად 100 ლარი იქნება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.