ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ავრცელებს.

 

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, გიორგი მამალაძეს საუბარიც უჭირს.

 

“ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.