უფალს ვუთხრათ, რომ გვჭირდება მადლი ღვთისა,- ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ლიტურგიაზე, ქადაგებისას განაცხადა.

 

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უფალი ადამიანების ვედრებას შეისმენს.

 

„დღეს ცა და ქვეყანა გალობს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. დიდება უფალს. დღეს უფალმა ცანი მოსდრიკნა და ციდან გარდამოვიდა კრავი ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რით შევეგებოთ, რა ვუთხრათ? ვუთხრათ, რომ გაჭირვებული ვართ, ვუთხრათ, რომ გვჭირდება მადლი ღვთისა. ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალს. უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა,“- განაცხადა პატრიარქმა და მრევლი დალოცა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.