საკვირაო წირვა ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდია ჯაღმაიძემ განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, რეკომენდაციები ბევრ კომპონენტს მოიცავს და ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება სწორი არ არის.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაციია მრევლს შორის დისტანციის დაცვა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ.

 

ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.