მინდა შეგახსენოთ რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი და ყოველდღე უნდა ისხუროთ, თქვენ თვითონ და თქვენს ოჯახს ასხუროთ და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

პატრიარქმა მრევლს მიმართა და მოუწოდა, რომ ერთმანეთისგან შორიშორს დადგენენ, რადგან ეს ყველაფერი მათთვისაა.

 

„საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი. ეს რაც ხდება - შორიშორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარია, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. ჩვენ ვამბობთ: ჩვენთან არს ღმერთი - ეს არის მთავარი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით. წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია, არ შეგეშინდეთ უფალი ჩვენთან არს“ - ბრძანა ილია მეორემ.

 

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველი წირვა ჩატარდა. წირვის დასასრულს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.

 

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.