თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

 

ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.

 

მიღებული განაცხადები დამუშავდება და კომპენსაცია გადაირიცხება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. დამატებითი ინფორმაციის მიღება თვითდასაქმებულებს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.