დღეიდან, თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსაავალი განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. თუმცა ,,გლობალპრესი“ საუბარში ადამიანები აცხადებენ, რომ საიტზე ვერ შედიან და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზე რეკავენ, ასევე ვერც შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზე რეკავენ, რადგან დარეკვისას ზარი ავტომატურად ითიშება ან კიდევ დაკავებაა.

 

,,გლობალპრესი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოამდგნელმა ნინო ტალახაძემ განაცხადა, რომ საიტი იტვირთება და რეგისტრაცია მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება ცხელ ხაზს, გადმოწმობას და ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა, თუმცა რამოდენიმეჯერ დარეკვის მიუხედავად ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

 

,,გლობალპრესი“ - უწყების მხრიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ

 

ჩვენ, ასევე შემოსავლების სამსახურს დავუკავშირდით, სადაც საზოგადოებასთა ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა განგვიცხადა, რომ ცხელი ხაზი ჩვეულებრივი მუშაობს, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და ამიტომ არის დაკავებული.

 

მისივე თქმით ადამიანებს, ასევე შეუძლია მაილზე მიწეროს შემოსავლების სამსახურს და მიიღონ პასუხს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.