„ვერ გავიგე რითი განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან და რატომ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები იმის გამო, რომ სექსუალური ლტოლვა აქვს კაცს, კაცისკენ და ქალს, ქალისკენ?!“- ამ სიტყვებით გამოეხმაურა მეუფე იაკობი 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაგეგმილ კამპანიას.

 

„ის ადამიანი, რომლებსაც უმცირესობებს ვუწოდებთ, ქალი-ქალთან და მაპატიეთ, კაცი-კაცთან. კაცისა და ქალის არაქროწინებითი ურთიერთობაც ითვლება ცოდვად. ცოდვა როგორ შეიძლება გამოვარჩიოთ, რადგან ეგენი სექსუალურად ასეთი მიმდევრები არიან და რაღაცას ასე უყურებენ.

 

მსოფლიოს ძირითადი რელიგიები მათ არ ცნობენ, სადაც ცოდვაა შეიძლება პროპაგანდა გავუკეთოთ იგივე ქურდობას, ყაჩაღობას, ტყუილებს?! ვერ გავიგე რითი განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან და რატომ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები იმის გამო, რომ სექსუალური ლტოვა აქვს კაცს, კაცისკენ და ქალს ქალისკენ?! ცხოვრობ, მასე იცხოვრე, ახლა გამოხვიდე და თავზე მომახვიო, რატომ აკეთებ ამას?! “, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.