ამ ეტაპისთვის, ის ლიმიტები და მოთხოვნები, რაც არის ხელბარგზე, არაა გაუქმებული, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

 

„ამ ეტაპზე, შესაძლებელი იქნება, ბორტზე ხელბარგით ასვლა. ოღონდ, რა თქმა უნდა, მგზავრებს მოეთხოვებათ, მაქსიმალურად კომპაქტური ჩანთა იქონიონ, რათა თვითმფრინავში ჩაჯდომა არ შეფერხდეს“ - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

 

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.