სამების ტაძარს გაზი ჩაუჭრეს - ინფორმაციას არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ავრცელებს.

 

როგორც მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, სამების საკათედრო ტაძარში გაზი დიდი დავალიანების გამო არ აქვთ.

 

არქიმანდრიტი მრევლს თხევადი გაზით დახმარებას სთხოვს.

 

"მონასტერში და ზოგადად მთელ სამების ტერიტორიაზე დიდი დავალიანების გამო ჩაგვიჭრეს გაზი. მონასტრის სატრაპეზო გადავიყვანეთ, მამაპაპურ თხევად გაზზე. რამდენიმე გაზის ბალონი გვჭირდება რომ მარაგი გვქონდეს ხოლმე. შეიძლება ვინმეს სახლში გაქვთ და არც ხმარობთ", - წერს არქიმანდრიტი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.