სამების ტაძარს ბუნებრივი აირის 256 652 ლარის დავალიანება აქვს. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება. კომპანიაში ამბობენ, რომ ტაძარი წერილობით არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

 

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, თებერვალში სამებას დავალიანება ათ წელზე გადაუნაწილეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტაძარი არც ამ თანხას იხდის.

 

,,ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, გადაეხადათ დავალიანება ან გადანაწილება გაეკეთებინათ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არცერთხელ ყოფილა. საბოლოო ჯამში, თებერვალში ისევ ჩვენი ინიციატივით შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი ათ წელიწადზე გადაუნაწილდათ. ამის მიუხედავად, გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს, - განუცხადეს "გლობალპრესს" "თბილისი ენერჯიში".

 

კომპანიაში ამბობენ, რომ სამებამ განწილვადების ხელშეკრულება დაარღვია, რის გამოც 23 აპრილს ტაძარს გაზის მიწოდება შეუწყდა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, დავალიანება სხვა ტაძრებსაც აქვთ და თანხა ათ წელზე მათაც გადაუნაწილდათ.

 

სამების ტაძარში გაზის ჩაჭრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა გაავრცელა. მან მრევლს თხევადი გაზით დახმარებაც სთხოვა. 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.