შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტსაც შეეხება - ქალაქებს შორის ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებს.

 

რეკომენდაციები, რომელიც სატრანსპორტო კომპანიასა და მგზავრებს ეხება, ითვალისწინებს, რომ მძღოლმაც და მგზავრმაც ტრანსპორტირების დროს, პირბადე ატარონ. ამასთან, კომპანიები ვალდებულია ავტობუსებში უზრუნველყონ მძღოლსა და მგზავრებს შორის ბარიერის მოწყობა, მუდმივად მოხდეს სალონის განიავება და დეზინფექცია. რეკომენდებულია, რომ მიკროავტობუსებში მგზავრი ფეხზე არ იდგეს.

 

დიდუბეში, ავტოსადაგურ „ოკრიბაში“ მისულ მგზავრებს გამგზავრებამდე დეზინფექციის გასავლელად სპეციალურად მოწყობილ კაბინაში გავლა და თერმოსკრინინგის შემოწმება უწევთ.

 

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.