დიდუბეში, ავტოსადაგურ „ოკრიბაში“ მისულ მგზავრებს გამგზავრებამდე დეზინფექციის გასავლელად სპეციალურად მოწყობილ კაბინაში გავლა და თერმოსკრინინგის შემოწმება უწევთ.

 

ავტოსადგურის მთავარი ბუღალტერის, მარიამ ელბაქიძის თქმით, მოწყობილია სპეციალური აპარატი, რომელშიც მგზავრები გადიან დეზინფექციას, რის შემდეგაც ისინი ტრანსპორტში ადიან.

 

„მძღოლებს ჩაუტარდათ გადამზადება. ეს არის შიდა გაიდლაინით დადგენილი წესები, რომლის მიხედვითაც ისინი არ გააჩერებენ სამარშუტო საშუალებას მარშრუტის დასრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ გააჩერებენ, მძღოლები მანქანას სველი სადენზინფექციო ხსნარით დაამუშავებენ“,- აცხადებს მარიამ ელბაქიძე.

 

რაც შეეხება ფასს, მისი თქმით, გამონაკლისი მიმართულებების გარდა, მგზავრობაზე ძირითადად ძველი ფასია დარჩენილია.

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან განახლდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.