დღეიდან, 8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

 

დასაშვები გახდება

 

ყველა სახის მომსახურება იმ სასტუმროებსა და რესტორნებში, რომელიც უსაფრთხოების ზომებს აკმაყოფილებს და შესაბამისი რეკომენდაცია აქვს.

 

საქალაქთაშორისო მიმოსვლა  მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე.

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფუნქციონირება. სავალუტო ჯიხურების ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის, თუმცა ეს ობიექტებიც იმავე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან იქაც ფულის გადაცვლის ოპერაციები სრულდება.

 

აკრძალული რჩება

 

რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის. არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.

 

ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას პირბადე უნდა ეკეთოს;

 

სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები.

 

10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.