მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ლაგოსიდან სპეცრეისით, ისინი წუხელ ჩამოფრინდნენ და 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.

 

მეკობრეებისგან გამოხსნილ მეზღვაურებს აეროპორტში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი დახვდა. 9 ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა 30 აპრილს, ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე თავდასხმისას გაიტაცეს.

 

გატაცებას მაშინ გემზე მყოფი 4 ქართველი მეზღვაური გადაურჩა. გამოხსნის პროცესსა და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. პროცესის წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ. ისინი 22 მაისს გაათავისუფლეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.