სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საცხოვრებელ შენობებზე ვიდეომონიტორინგის დაწყებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი წესების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

 

სამსახურის განცხადებით, საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ვიდეოკამერის დამონტაჟებისას აუცილებელია კანონით დადგენილი წესების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი წესების დაუცველად ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

„საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგის არეალში მოხვედრისას, ნებისმიერი პირის ქცევა კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიდეომონიტორინგის არეალში მოხვედრილი პირების: მეზობლის, თანამესაკუთრის, საცხოვრებელ შენობაში მყოფი ადამიანების, უფლებების დაცვა და პატივისცემა.

 

საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგისას მესაკუთრეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები: ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა განათავსოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნები;

 

ვიდეომონიტორინგის სისტემის დამონტაჟებამდე უნდა მოიპოვოთ შენობის მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა და განახორციელოთ მეზობლების სათანადო ინფორმირება (ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით);

 

ვიდეომონიტორინგის არეალში მოაქციეთ მხოლოდ თქვენი შესასვლელი და საერთო სივრცე;

 

სხვა მესაკუთრეთა ბინის შესასვლელის ვიდეომონიტორინგი შეგიძლიათ მხოლოდ მათი თანხმობით.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ წესების დაუცველად ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის. დაიცავი კანონი და პატივი ეცი სხვის პირად ცხოვრებას!“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.