ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი, 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. ის უკვე ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, დატოვა ერგნეთის საგუშაგო და საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ.

 

24 სექტემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენცის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ოსური მხარე მღებრიშვილის გათავისუფლებას აპირებდა.

 

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. 19 ივლისს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, 21 აგვისტოს კი მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა.

 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარდება, კიდევ ერთი დაკავებულის, ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის მუშაობა ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით გაგრძელდება. ის უკვე 76 დღეა უკანონოდ არის დაპატიმრებული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.