ბოლნისის მაცხოვრებლები "ქართული ოცნებისა" და მისი მაჟორიტარი დეპუტატის პოლიტიკას აპროტესტებენ. ადგილობრივებს სოლიდარობის მიზნით შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული ვეტერანები, რომლებმაც მსვლელობა ბოლნისის ქუჩებში მოაწყეს და დაზარალებულები მოინახულეს.

 

,,globalpress" ინფორმაციით, თბილისიდან 100-მდე მანქანა ჩავიდა ბოლნისში. ომის ვეტერანები აპროტესტებენ სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს.

 

შეგახსენებთ, ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ბოლნისელები ფიქრობენ, რომ ბოლნისის საკრებულოს წევრი, ლუგარ ისაევი "ოცნებიდან" გუშინდელი დაპირისპირების სათავეში დგას და ითხოვენ, რომ რეგიონი დატოვოს.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ ისაევია ის პირი ვინც, "მთავარი არხის" ჟურნალისტს ფიზიკურად ემუქრებოდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.