ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ პირადად ჩაერთოს გალში, ოკუპანტების დროშის დაწვისთვის დაპატიმრებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხში. მთავარის გადაცემის “დღის სტუმარის“ ეთერში, ნათელაშვილი საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყებასა და აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 

„ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეს , თითი არ დაედოს იმ ქართველ ბიჭს, თორემ პირადად პუტინნაცვალი ბიძინა აგებს პასუხს ამაზე. ბებუას , რომ რამე დაემართოს, 31 ოქტომბრამდე ვერ მიაღწევს ეს რეჟიმი. არავისთვის დასამალი არაა, რომ პუტინს და ივანიშვილს სატელიტური კავშირი აქვს ერთმანეთთან, მუდმივად ცვლიან ინფორმაციას, ამიტომ პერსონალურად ვაფრთხილებ ივანიშვილს, უთხრას პუტინს და ბებუა საქართველოში უსაფრთხოდ ჩამოიყვანონ.“ - ამბობს ნათელაშვილი მთავარის გადაცემის “დღის სტუმარი“ ეთერში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.