საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისში, აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევაზე განცხადებას ავრცელებს.

 

"საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

 

მოვუწოდებთ თბილისის მერიას:

 

- შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, რათა იქ მცხოვრები პირები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში ღია ცის ქვეშ.

 

- გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა და ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში, იქ მცხოვრები პირები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებელი ფართებით.

 

საქართველოს ხელისუფლებას:

 

- COVID-19-ის პანდემიის დროს, შეაჩეროს უსახლკარობის პირას მყოფი ადამიანების უძრავი ქონების აღსრულება, მათ შორის შეაჩეროს ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟი", - წერია განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.