Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.642
EUR
2.9778
RUR
0.0396
GBP
3.3915

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი სტუმრად, ქალაქ კლუჟში, ანგარიშით 18:9 დაამარცხა.

 

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, დანარჩენი ქულები კი 1 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასიც მოიპოვეს.

თბილისის “ლოკომოტივმა“ კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიურ “ფიამე ორო“ -ს უმასპინძლა 47:10 დაამარცხა. ავჭალაზე გამართულ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა რომაელებს ექვსი ლელო გაუტანა, რომელთაგან ორი ბექა წიკლაურის ანგარიშზეა.

 

 ფოტო: მალხაზ სვანიძე

 

 

წიკლაურმა ანგარიში მე-11 წუთზე ჯარიმით გახსნა - 3:0. 3 წუთში კი გაგა არაბულმა დაალელოვა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით, იტალიელბთან სხვაობა 10-მდე გაზარდა.

 

შეხვედრის მე-18 წუთზე გიორგი შკინინმა მოახერხა ლელოს დადება და ანგარიში 15:0 გახდა.

 

ტაიმის მიწურულს კი ჯოვანი დ'ონოფრიომ შეძლო თავის გამოჩენა და ლელო დადო, ანგარიში კი 5:15 გახდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყიში კი წიკლაურმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა გაზარდა, შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა - 21:5. წიკლაური ამაზე არ გაჩერდა და 56-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა. 3 წუთში "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ლელო ზურაბ ძნელაძემ დადო, წიკლაურმა კი გარდასა.

 

რამდენიმე წუთში "ლოკომოტივის" უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 63-ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაალელოვა, წიკლაურმა გარდასა და ანგარიში 40:5 გახდა.

 

66 და 67-ე წუთზე წიკალურმა კვლავ ლელო დადო და გარდასა, ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 47:5. იტალიელებმა მეორე ლელოს დადება მხოლოდ 72-ე წუთზე შეძლეს, თავი მატეო კორნელიმ გამოიჩინა 47:10.

 

ფოტო: მალხაზ სვანიძე

 

 

ლოკომოტივის ივის მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ბიჭებმა ყველა დავალება კარგად შეასულეს "მოგებას ვგეგმავდით, თუმცა ასეთ შედეგზე რა თქმა უნდა არ გვიფიქრ ია. ყველაფერი კარგად გამოვიდა და იმ ხარისხის გამოძახილია, რომელიც დღეს მორაგბეებმა აჩვენეს.დაცვაშიც და შეტევაშიც, მათ ყველა დავალება კარგად შეასრულეს. პირველი ტაიმის შუაში იყო მომენტი, როდესაც თითქოს ოდნავ მოვეშვით, თუმცა შესვენებაზე ვთქვით, რომ საქმე დამთავრებული არ გვქონდა და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. ჩვენ გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და ახლა დაველოდებით 19 იანვრის მატჩს“ - განაცხადა ჩავლეიშვილმა.

 

ამ მოგების შემდეგ "ლოკომოტივი" ჯგუფში დროებით პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა "კალვიზანო" კიდევ ერთი მატჩი დარჩა - 19 იანვარს ისინი "ფიამე ოროს" ხვდებიან, რომელიც ამ შემთხვევაში უმოტივაციოა, ხოლო "ლოკომოტივის" ჯგუფიდან გასვლის ბედი ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულად კი "კალვიზანო" უნდა დამარცხდეს.

 შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

 

"შალკე" – "მანჩესტერ სიტი"

 

"ატლეტიკო" – "იუვენტუსი"

 

"მანჩესტერ იუნაიტედი" – ,,პსჟ"

 

"ტოტენჰემი" – "ბორუსია დორტმუნდი"

 

"ლიონი" – "ბარსელონა"

 

"რომა" – "პორტო"

 

"აიაქსი" – "რეალი"

 

"ლივერპული" – "ბაიერნი"

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 12 თებერვალს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 5 მარტს გაიმართება.

 

დროის საქმეა, მაგრამ, მე ვიცი, რომ გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. იმის განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს, - ამის შესახებ ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

დათუნაშვილი სამომავლოდ გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას არ აპირებს და ამისთვის შესაბამის მიზეზებსაც ასახელებს. ზურაბ დათუნაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება იმ ნაწილში, რომ სასამართლომ გეგა გეგეშიძე პატიმრობაში არ დატოვა, თუმცა უკმაყოფილოა სასამრთლოს იმ გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა.

 

„გეგეშიძესთან არ ვითანამშრომლებ, ეს გამორიცხულია. ამის მიზეზი ის პრობლემებია, რაც აქამდე იყო - არასწორი მმართველობა, სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით "ქვეყანა დაინგრევა" მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას რომ საკუთარ თავზე იბრალებს, ეს არ ვიცი რას ნიშნავს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

 

სპორტსმენის განმარტებით, მას მხარდამჭერებისთვის არ მიუმართავს, რომ ამ დღეების განმავლობაში გვერდში დადგომოდნენ.

 

„მე არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ. ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, რომ მოდით ხალხო და დაგვიდექითო და ასე აგროვებენ მხარდამჭერებს. მე კი ამ ეტაპამდე არ მივსულვარ. სიმართლემ უნდა იზეიმოს. თუ მივალთ მაგ ეტაპამდე ჩემს მხარდამჭერებსაც დაინახავთ. მე არავინ დამკავშირებია ამ დღეების განმავლობაში. ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს, ის მეუბნებოდა, რომ ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალ. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ასეთი პრივილეგიები. მან მითხრა, მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურვილი რა შუაშია, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად-მეთქი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

 

ამასთან, ჰყავს თუ არა მას თანამოაზრეები იმის თაობაზე რომ გეგა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ევროპის ჩემპიონი ამბობს, რომ „დრო მოვა და ეს გამოჩნდება“. მოჭიდავემ ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მისი დაბლოკვა ხდებოდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წასულიყო.

 

„ასეთი დაპირისპირების შემთხვევა, მე მგონი, ისტორიაში პირველია, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ნივთს იყენებს სპორტსმენის მიმართ. ფედერაციაში მყოფ ადამიანებს მტერი ჰგონიათ ის ადამიანი ვინც მათგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ხდება ამ „მტრის“ ყველანაირად დაჩაგვრა. მე შემეძლო, რომ ფედერაციაში ვყოფილიყავი ხელშეუხებელი, მექნებოდა ყველაფერი, ვიჭიდავებდი, მაგრამ ასე არ მინდა“, - განაცხადა ზურა დათუნაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გუშინ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა.

თქვენ 2018 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს.

 

წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს - ლაშა ტალახაძეს გადასცა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2018 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო და თითოეული წარმატებული სპორტსმენი სამაგალითოა.

 

„დღეს საქართველოს ისე სჭირდება გამარჯვებები, როგორც არასდროს. 2018 წელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი. თქვენ, ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა 800 მედალი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, 2018 წელი არის ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში. განსაკუთრებული წარმატება ჰქონდათ ჩვენს პარაოლიმპიელებს. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა ამავე დროს გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი არის მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მაგალითი იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. 2020 წელს საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ მართლაც არის ჩემპიონების სამშობლო. ამავე დროს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, ქართველებს, შეიძლება არა მრავალრიცხოვანს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ ერს, განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა. წლის სპორტსმენთან ერთად, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ 14 ნომინაციაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები.

მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა France Football-ის ყოველწლიური ჯილდო - "ოქროს ბურთი" მიიღო. 2007 წლის შემდეგ, მოდრიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს წოდება მესისა და რონალდუს ეპოქაში დაისაკუთრა.

 

ხორვატიის ნაკრების ლიდერმა გამოკითხვაში კრიშტიანუ რონალდუსა და ანტუან გრიზმანს აჯობა, რითაც თავისი ქვეყნის პირველი "ოქროს ბურთის" მომგები წარმომადგენელი გახდა.

 

იგი დაჯილდოვების ცერემონიაზე მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად იმყოფებოდა, ასევე, მის კომპანიაში გახლდათ "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი.

 

"ოქროს ბურთის" ნომინანტთა ზედა ათეული ასე გამოიყურება: 1) ლუკა მოდრიჩი; 2) კრიშტიანუ რონალდუ; 3) ანტუან გრიზმანი; 4) კილიან მბაპე; 5) ლიონელ მესი; 6) მოჰამედ სალაჰი; 7) რაფაელ ვარანი; 8) ედენ აზარი; 9) კევინ დე ბრუინი; 10) ჰარი კეინი.

 

ლუკა მოდრიჩმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ფინალში ითამაშა, თანაც მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ფიფას მიერ წლის საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა.

2007 წელს "ოქროს ბურთი" კაკამ მიიღო, მას შემდეგ კი ამ ჯილდოს ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ იგებდნენ, ორივე მათგანი France Football-მა 5-ჯერ გამოარჩია. აღნიშნული გამოცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან ასახელებს, მისი პირველი გამარჯვებული კი ლეგენდარული ინგლისელი, სტენლი მეტიუზი გახდა.

ასეთი ფაქტები მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რის შემდეგაც სამინისტრო იმოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

„ასეთი ფაქტები მიუღებელია. ეს არა მარტო ჩრდილს აყენებს ამ კონკრეტულ ფედერაციას, არამედ ზოგადად ქართულ სპორტს. გასულ წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, წელს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველოდებით და ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება იმის მიხედვით, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა პოზიცია გვაქვს ერთი - სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო. პირველ რიგში უნდა იყოს ყველანაირი შესაძლებლობა რომ სპორტსმენი მშვიდ ვითარებაში ვარჯიშობდეს და ორიენტირებული იყოს შედეგზე", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა ცნობილია. დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა. საუკეთესოები 14 ნომინაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს. საუკეთესო ქალი სპორტსმენი კი ნინო ოძელაშვილი გახდა.

 

სპეციალური პრიზი საერთაშორისო აღიარებისთვის მოჭიდავე ზვიად პატარიძეს გადაეცა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვერსიით, ზვიად პატარიძე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია. სპორტულ ფედერაციებს შორის საუკეთესოდ ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საფეხბურთო ნაკრები კი, წლის გუნდად დასახელდა. საუკეთესო ლეგიონერი წელს თორნიკე შენგელია გახდა.

 

მსოფლიოში საქართველოს სახელის პოპულარიზაციისთვის და მსოფლიო ასპარეზზე მიღწეული გამარჯვებებისთვის ჯილდოები ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს, ზაზა ფაჩულიას და ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაეცა. წლის აღიარებისთვის ჯილდო ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მიენიჭა. ლევან კობიაშვილი საუკეთესო მენეჯერად, საუკეთესო მწვრთნელად - გიორგი ასანიძე, საუკეთესო მსაჯად კი ელისო ბედოშვილი დასახელდა. სპორტში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ოლიმპიური კომიტეტიც. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად რევაზ დავითაძე აღიარეს. სპეციალური პრიზი - წლის აღმოჩენა გიორგი ჩაკვეტაძეს გადაეცა.

 

დასახელდა გასული 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენიც - ის გენო პეტრიაშვილია. 2018 წელი ქართული სპორტის ისტორიაში უხვმედლიანი გამოდგა. ამ წელს ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპონატებზე, ასევე, საერთაშორისო ტურნირებზე 800-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.

 

დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ასევე ჟურნალისტები დაესწრნენ.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრები71:69 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წარმატების მისაღწევად დამატებითი დრო გახდა საჭირო, რადგან ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

 

ამ გამარჯვებით საქართველომ 15 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს.

 

მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრა დარჩა, რომლებსაც 2019 წელს ითამაშებს.

ვითხოვ, მაიორი გეგეშიძე, თავის დაჯგუფებასთან ერთად გადადგეს თანამდებობიდან!, - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა ჩორგოლიანმა გააკეთა. ჩორგოლიანი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს ასევე სთხოვს, რომ ის დაზარალებულად ცნოს, რადგან როგორც ამბობს, ანალოგიური შემთხვევა გეგეშიძის მხრიდან ერთი წლის წინ მასთან მიმართებაშიც განმეორდა.

 

ჩორგოლიანის თქმით, აღნიშნულ საქმეზეც გამოძიება დაწყებულია, თუმცა, ახალი არაფერია, რასაც გეგეშიძის შს სამინისტროს თანამშრომლობას უკავშირებს და ვარაუდობს, რომ მას მფარველობენ. ჩორგოლიანმა აღნიშნული განცხადება ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც 11 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

“ამომწურავი პასუხი გავეცი სამართალდამცავებს, საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოვალ და გავცემ ყველა პასუხს. მოვითხოვ მცნონ დაზარალებულად, ვინაიდან ერთი წლის წინ ანალოგიურ შეჯიბრზე განხორციელდა ჩემთან მიმართებით ანალოგიური ფაქტი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. არ ვიცი აქამდე რატომ არ აგო პასუხი, შეიძლება ხარვეზები იყო ან აჭიანურებენ, რადგან მას მფარველობენ, როგორც პოლიციის თანამშრომელს“, - განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა „ფეისბუქში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, სასამართლო წესით დაიკითხებიან. სოციალურ ქსელებში კი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენს ბლაგვ საგანს.

მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

 

იუნაიტედმა ლივერპულთან პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა ანგარიშით 1:3 წააგო.

 

პრემიერ ლიგის 17 ტურის შემდეგ წითელი ეშაკები 26 ქულით მე-6 ადგილზე არიან.

 

იუნაიტედმა თავის ოფიციალურ განცხადებაში მოურინიოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა. პორტუგალიელი სპეციალისტი წითელ ეშმაკებთან 2016 წლიდან მუშაობდა.

ქუთაისის "ტორპედომ" პენალტების სერიაში "გაგრა" დაამარცხა და საქართველოს თასის მფლობელი მე-4 გახდა.

 

მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა, "გაგრა" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "ტორპედომ" ანგარიშის გათანაბრება და პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

 

სლოვაკი თავდამსხმელი ლაჩნი შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა, დუბლი შეასრულა, თერთმეტმეტრიანების სერიაშიც გამოიჩინა თავი და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 19 მატჩში "ტორპედო" არ დამარცხებულა.

 

ბათუმი. "ანგისა"

 

ტორპედო - გაგრა 2:2 (პენ, 4:2)

 

გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (37), 0:2 ხაბეიშვილი (49), 1:2 ლაჩნი (75), 2:2 ლაჩნი (89, პენ)

 

გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, ხაბელაშვილი (ლომსაძე 87), სამხარაძე (ივანიაძე 119), გ. გაფრინდაშვილი, სულთანიშვილი, კილაძე, თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (კასრელიშვილი 81), კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (მათიაშვილი 65)

 

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა, ცინცაძე (კუხიანიძე 92), გიგაური (წიქარიძე 70), დოლიძე, ქიმაძე (ლაჩნი 54), კუტალია, კაპანაძე (დაფე 46)

ევროკავშირი

არქივი

« « » » თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?