Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9608
EUR
3.2566
RUR
0.0462
GBP
3.807

რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 52:3 დაამარცხა.

 

ქართველმა მორაგბეებმა ამ გამარჯვებით ერთი ტურით ადრე უკვე გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი. მომდევნო მატჩს კი „ბორჯღალოსნები“ რუსეთის წინააღმდეგ კრასნოდარში,17 მარტს, 16:00 საათზე გამართავენ.

 

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "ბორჯღალოსნებმა" დღემდე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სამივე შეხვედრა მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან 46:6, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

 

გერმანელებმა კი აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს - ბელგიასთან ბრიუსელში 22:29, ბოტოშანში რუმინეთთან - 10:38 და ჰაიდებერგში რუსეთთან - 18:26. სამი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრები 1 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს.

ჭიდაობის ფედერაციის გუშინდელ საგანგებო შეხვედრას ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებული ევროპის ჩემპიონი უშედეგოს უწოდებს. გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ზურა დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე არა გეგეშიძის პასუხისმგებლობაზე, არამედ თავად დათუნაშვილის პოზიციის შეცვლაზე იყო საუბარი და მას არწმუნებდნენ, რომ შერიგებოდა გეგეშიძეს.

 

დათუნაშვილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ არ სურს საქართველოდან წასვლა, თუმცა თუ გეგეშიძე თანამდებობას არ დატოვებს, მას სხვა გზა არ რჩება და ამ შემთხვევაში დისკვალიფიკაციისთვისაც მზად არის. ზურა დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძის ბოდიში მხოლოდ თანამდებობის შენარჩუნებითაა ნაკარნახევი და ის ამას ვერ მიიღებს.

 

დათუნაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღეს ფედერაციასთან მოსულ თითოეულ ადამიანს. ყველა თქვენგანისგან მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და მრავლისმთქმელია.

 

როგორც საზოგადოებას მოეხსენება დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყოლია. ამის მიზეზი ისაა, რომ სხდომაზე არც გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხი და არც 11 იანვარს მომხდარი შემთხვევა არ განხილულა. ორი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი დარწმუნება, რომ შევრიგებულიყავი ფედერაციის პრეზიდენტთან. ბოდიში თავად გეგა გეგეშიძემაც მოიხადა. მე აღვნიშნე, რომ მის ბოდიშს არ ვიღებ და მან ჩადენილი საქციელის გამო თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი. მისი სინანული მთლიანად ეფუძნება სკამის შენარჩუნების მცდელობას, ასე რომ არ იყოს, გადადგებოდა და ისე მოიბოდიშებდა, რასაც მეც, ბუნებრივია მივიღებდი. მე ასევე მივიღებდი ბოდიშს ინცინდენტის შემდეგვე, თუნდაც მეორე-მესამე დღეს, თუმცა, ის არათუ ნანობდა რამეს, არამედ მას შემდეგაც, რაც საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო, კვლავ უარყოფდა. შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი დღევანდელი ბოდიში თანამდებობის შენარჩუნებისთვისაა ნათქვამი და ცინიკურია.

 

"პრეზიდიუმის სხდომაზე ცალსახად აღვნიშნე, რომ მე ასეთ პრეზიდენტთან მუშაობა არ შემიძლია, ხოლო თუ თქვენ გსურთ - გყავდეთ, მაშინ მე წავალ ქვეყნიდან მიუხედავად იმისა, მომეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ.

 

"ანუ, ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ თუნდაც ჩემს ქვეყნიდან წასვლაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. ამ თემის წამოწევით, ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე მსურს ქვეყნიდან წასვლა, რეალურად კი ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, თუ გეგეშიძე არ გადადგება, ხოლო თუ ის და მისი გარემოცვა ჩამოსცილდება ფედერაციას, მე სადმე წასვლას აზრადაც არ გავივლებ.

 

"მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას - წავიდე ქვეყნიდან. თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ." - აცხადებს დათუნაშვილი

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ამ წუთებში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იქნება.

 

როგორც პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, მას სხდომისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს.

 

„არ ვიცი, სხდომაზე მოვედი, შევალ და ვნახავ, რა იქნება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ მე მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

 

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 12 დაჭრილმა ჯარისკაცმა კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში 38 მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სპორტული შეჯიბრებები 7 ქვეყნის წარმომადგენელ, დაახლოებით, 200 მონაწილეს შორის სპორტის 8 სახეობაში გაიმართა. ტურნირები 2 მარტს დაიწყო და 9 მარტს დამთავრდა.

 

მათივე ცნობით, ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს - აქედან 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

 

საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა შვიდ ტურნირში მიიღეს. კალათბურთში, ფინალურ მატჩში მათ ამერიკის გუნდი დაამარცხეს და წლის ჩემპიონები გახდნენ. ამასთან ერთად, მათ იასპარეზეს მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტში და მიზანში სროლაში.

 

2019 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ამ ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.

 

ქართველმა ჯარისკაცებმა 2019 წლის თამაშები შემდეგი შედეგებით დაამთავრეს: ჯონი თოფურია - 5 ოქრო, რეზო გორგაძე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო, ახმედ საფაროვი - 3 ოქრო, 1 ბრინჯაო, ალუდა სეთურიძე - 2 ოქრო, 2 ბრინჯაო, ალიკა გითოლენდია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, გოგიტა ხოზრევანიძე - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, დავით ნარეშელაშვილი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო, გრიგოლ მინაგორაშვილი - 1 ოქრო, გუგა ჩიმახიძე - 1 ოქრო, ჯიმშერ ჩხენკელი - 1 ოქრო, არჩილ აბულაძე - 1 ოქრო, ლაშა სურმანიძე - 3 ვერცხლი.

 

სპორტსმენები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან.

გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ არ გვიმსჯელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.

 

“ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენია და იღებს ჩვენს სტიპენდიას. გვინდა, რომ მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. იგივე მოსაზრება ჰქონდა პრეზიდიუმს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მან უარი თქვა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა. ამაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მოგახსენებთ. ამ წონით კატეგორიაში ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი და გამოვა, რომ ზურა დათუნაშვილი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, რასაც მე მხარს ვერ დავუჭერ. გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მომეთმინაო. რაც შეეხება გადადგომას, ეს საკითხი საქალაქო სასამართლოშია და ამიტომ ამაზე არ გვიმსჯელია”, - განაცხადა ხაბელოვმა.

 

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დღეს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.

 

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

 

„მე, პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა მხოლოდ დაკითხვა და არავითარი დაკავება. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მომზადებას“, - აცხადებს რუხაია.

 

შეგახსენებთ, კლუბ „ცხონვალის“ ხუთი ფეხბურთელის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ბელგიის ნაკრები ანგარიშით 46:6 დაამარცხა. „ბორჯღალოსნების“ რიგებში თავი გურამ გოგიჩაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, სოსო მათიაშვილმა, გიორგი ცუცქირიძემ, მირიან მოდებაძემ, ზურაბ ძნელაძემ, გელა აფრასიძემ და გიორგი თხილაიშვილმა გამოიჩინეს.

 

აღსანიშნავია, რომ სამი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში საქართველოს ნაკრები ლიდერობს, რომელმაც სამი გამართული მატჩიდან სამივეში გამარჯვებას მიაღწია.

თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს.

 

"ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ არ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. ვეტერანებმა და პრეზიდიუმის წევრებმა მითხრეს, რომ ეს უკვე მათ აღარ ეხებათ და უნდა შეათანხმონ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სამინისტროსთან და პარლამენტთან. შეათანხმონ, მე ველოდები. მე შერიგებას არ ვაპირებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

 

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.

 

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - „ცხინვალის“ ფეხბურთელები.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე,“ - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თურქეთში ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

 

როგორც თურქული მედია იუწყება, ქურდობის ფაქტი ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრში დაფიქსირდა.

 

„სავაჭრო ცენტრის დახურვის შემდეგ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნივთები მოპარული იყო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სათვალთვალო კამერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ ეჭვმიტანილები დაადგინა. გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

 

სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ“, - წერს თურქული მედია.

ჩინეთის ქალაქ შანხაიში Kunlunfight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ ჩემპიონობა მოიპოვა. მან ფინალში ჩინელი ფენგ შინგლი დაამარცხა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველობის გამარჯებული კარიერაში მესამედ გახდა.

 

"ამ წუთებში ჩამოვედი რინგიდან. მადლობას გიხდით ყველას. ჩვენ ეს ერთად შევძელით. თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ამას გულით გეუბნებით. მადლობა იმ მოტივაციისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც მოსამზადებელ პერიოდში გამოხატავდით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ქირიამ.

 

Kunlunfight-ი ჩინური კიკბოქსინგის ტურნირია, რომელიც 2014 წლიდან ტარდება და 2015 წელს წლის საუკეთესო ღონისძიების ჯილდოც გადაეცა.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს დიალოგი იმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციასთან განუცხადა, სადაც პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს.

 

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, მოჭიდავეებს შეგვიძლია დიალოგის გზით გადავწყვიტოთ პრობლემა. თითოეული თქვენგანი აქ ხართ იმისათვის, რომ დაინახოთ ის ერთობა, რაც ჩვენს ერს სჭირდება. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ყოველთვის არსებობს გამოსავალი”, - განაცხადა კურტანიძემ.

 

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი.

 

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 24:10 დაამარცხა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღაოსნებმა" ესპანეთს პირველი ტაიმი 12:5 მოუგეს. მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა. 23-ე წუთზე მეტოქემ ლელო გაიტანა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

 

ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 

მეორე ტაიმში მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი მოთამაშე გააძევა. ქართველებმა უპირატესობით ისარგებლეს და ლობჟანიძემ ლელო დადო. შემდეგ ქერდიყოშვილმა გაიტანა ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:5 გახდა.

 

ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 

თამაშის დასრულეამდე ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა.

 

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხეს.

არქივი

« « » » ნოემბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?