Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0729
EUR
3.619
RUR
0.0417
GBP
4.0086

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, წელს კორონა ვირუსის გამო არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

 

ევროპის საფეხბურთო კავშირმა შესაბამისი გადაწყვეტილება, დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო, რომელზეც მიწვეული იყვნენ უეფას წევრი 55 ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე - ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელები და ევროპული ლიგებისა და ფეხბურთელთა პროფკავშირის (FIFPro) წარმომადგენლები. ვიდეოკონფერენციის მიზანი სწორედ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების განხილვა იყო.

 

როგორც უეფაში აცხადებენ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.

 

რაც შეეხება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, 2022 წლის ზაფხულისთვის გადაიდება. ის ხელს არ შეუშლის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს, რადგან მუნდიალი ყატარში, ზამთარში უნდა ჩატარდეს.

 

ასევე გადაიდო უეფას ჭაბუკთა ლიგის ¼-ფინალის შეხვედრები, რომლებიც 17 და 18 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

 

„ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ეს სვლა დაეხმარება ყველა ეროვნულ ჩემპიონატს სეზონის დასრულებაში. უეფას ყველა მატჩი, მათ შორის ამხნააგურები, საკლუბო და სანაკრებო, შეჩერებულია მანამ, სანამ ახალი მითითება არ იქნება“, - ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

 

უეფამ ევროპაში COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯერ კიდევ 13 მარტს შეაჩერა მისი ეგიდით მიმდინარე ყველა საკლუბო ტურნირი. გაურკვეველი დროით გადაიდო 18 და 19 მარტს დაგეგმილი უეფას ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩები და 20 მარტს გასამართი ყველა საპასუხო ⅛-ფინალური შეხვედრა ევროპალიგაში

2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს 41:13 მოუგო. მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა.

 

მატჩის პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" მცირედი უპირატესობით, 8:6 დასრულდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

 

აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლა.

 

2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 თებერვალს, მადრიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

 

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

 

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

 

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

 

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

 

ფოტო: მალხაზ სვანიძე

 

 

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

 

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

 

ფოტო: მალხაზ სვანიძე

 

 

 თბილისი. "დინამო არენა"

 

საქართველო - დანია 0:0

 

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

 

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი ერთა ლიგის "D" დივიზიონის პლეი-ოფის მატჩი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

აღნიშნული შეხვედრა 26 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო თამაშის გამართვა შეუძლებელი გახდა.

 

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბრიტანული გამოცემის Daily Mail-ის ინფორმაციით 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფისას გარდაიცვალა.

 

NBA ვარსკვლავი ვერტმფრენით კალიფორნიაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც კატასტროფა განიცადა. კობი ბრაიანტთან ერთად ეკიპაჟის 4 წევრიც დაიღუპა. შემთხვევა, კვირას დილით მოხდა.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კალადბურთელმა მთელი კარიერა "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გაატარა (1996-2016). ამ პერიოდში ის 5-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2009, 2010). ასევე, ის 2009 და 2010 წლებში ფინალების MVP-იც გახდა.

 

კალათბურთელმა All Star-ის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. NBA-ის ისტორიაში, საუკეთესო მექულეთა შორის კობი მე-4 ადგილს იკავებს. მას ლებრონ ჯეიმსმა გასულ კვირას გადაასწრო.

 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 დაამარცხა.

 

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

 

მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

 

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

 

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

 

ფოტოგრაფი მალხზ სვანიძე

 

77-ე წუთზეკი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

 

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

 

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელმა "საბურთალომ" ჩემპიონი თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

 

მატჩი დიდად სანახაობრივი ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი "საბურთალომ" გაიტანა. მე-14 წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავასთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

 

 

ფოტოგრაფი: მალხაზ სვანიძე

 

მეორე ტაიმში "დინამოს" თამაშის გადასარჩენად აქტიურობა მართებდა, მაგრამ იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ტემპიც დაეცა, რაც "საბურთალოს" აძლევდა ხელს. "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ცვლილებებით სცადა ვითარების შეცვლა, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი.

 

"საბურთალომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და პირველად დაეუფლა სუპერთასს.

 

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"

 

დინამო (თბ) - საბურთალო 1:0

 

გოლი: კოხრეიძე (14, პენ)

 

დინამო (თბ): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, ბუღრიძე (ახვლედიანი 66), ქარდავა, ნინუა (კუცია 74), კუხიანიძე, ორშულა

 

საბურთალო: ლ. კუპატაძე, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი (ცნობილაძე 82), ტერა, გოშთელიანი (ყენია 70), კოხრეიძე (ჭიჭინაძე 90+4), ლუმუ, გაბედავა

 

ფოტოგრაფი: მალხაზ სვანიძე

 

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა.

 

შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურის შემდეგ, საქართველოს, ჯგუფში 5 ქულა დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონატზე ამ ჯგუფიდან მოხვედრის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

 ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჯგუფში ირლანდიის წინააღმდეგ მეორე მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ირლანდიაში 0:1 დამარცხდა.

 

 ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 მომდევნო შეხვედრას კი საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს გიბრალტარში, გიბრალტარის ეროვნულ გუნდის წინააღმდეგ გამართავს. 

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17 – 12 დაამარცხა.

 

პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდიასთან წააგეს. შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და თამაშიც გამოასწორა, რაც საბოლოოდ, გამარჯვებით დასრულდა.

 

მატჩი ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში თამაშის უფლება მოიპოვონ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი მადრიდში 23:10 დაამარცხა.

 

პირველი ტაიმი ქართველებმა ესპანელებს 5:23 მოუგეს, ხოლო მეორე ნახევარი ესპანელების სასარგებლოდ 5:0 დასრულდა.

 

ცნობისთვის, ქართველებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაზე მეორე შეხვედრა გამართეს და ორივე მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.

 

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები ბელგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 22 თებერვალს, სამშობლოში გამართავენ.

28 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკულ ფეხბურთში პირველი სანაკრებო შეხვედრა გამართა. გუნდის მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იყო. მატჩი შევარდენის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.

 

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები 12-21-ით დამარცხდა. ქართველმა სპორტსმენებმა პირველი ტაიმი 6:0 მოიგეს, გამოცდილმა მეტოქემ კი მეორე ტაიმში უპირატესობის მოპოვება შეძლო.

 

ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

 

საქართველოს და ყაზახეთის ამერიკული ფეხბურთის ნაკრებები ამხანაგური თამაში, მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე, როდესაც ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 22:12 იყო, მეტოქე გუნდების ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ირკვევა, ყაზახეთის ნაკრების ერთ-ერთი მოთამაშის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო...

 

ფოტოგრაფი მალხაზ სვანიძე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

 

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩნია და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

 

სამი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ კოპენჰაგენში გამართავს.

არქივი

« « » » აგვისტო 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?