Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.642
EUR
2.9778
RUR
0.0396
GBP
3.3915

ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური - ეს ჩემი ერის ცივილიზაციური და ღირებულებებით გაჯერებული არჩევანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასთან შეკრებილ სტუმრებს, რომელთა შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი რადმილა შეკერინსკა და საექსპერტო წრეების ცნობილი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

როგორც „გლობალპრესს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა მათ საქართველოს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად რჩება.

 

„ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოება გადამწყვეტი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების შექმნის, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფაში. გვახარებს ის ფაქტი, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ მუშაობს და ხელშესახები შედეგები მოაქვს იმ ერებისთვის, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ და ამისთვის არანაირ რესურსს არ ზოგავენ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას მიულოცა ისტორიული მიღწევა, რომელიც ერთი კვირის წინ გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერით აღინიშნა და ასევე მიესალმა სხვა ერებისთვის გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის გაჩენას.

 

„ასპირანტი ქვეყნის - საქართველოსთვის წამახალისებელია დასავლეთ ბალკანეთის ასპირანტი ქვეყნების წარმატება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი მოახდენს ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის სტიმულირებასაც. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად რჩება. ეს არის ჩვენი არჩევანი და ის საერთო ფასეულობებს ეფუძნება, ისევე როგორც საზოგადოების ძალიან მაღალ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საკუთარ მომავალს ევროპის და ნატო-ს ფარგლებში ვხედავთ და ჩემი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო დავწინაურდეთ. ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დიდი გზა გავიარეთ. დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიაა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებითა და თავისუფალი მედიით. ჩვენი რეფორმები ფართოდ მიიჩნევა სამაგალითოდ და ჩვენი პარტნიორები მოიხსენიებენ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზე მყოფ სახელმწიფოს. ჩვენი თავდაცვის ძალები ნატოსთან თავსებადობის მაღალ ნიშნულზეა. ალიანსის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით ვაგრძელებთ თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას. ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის და სანდო პარტნიორის რანგში, საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი მიღწევები გარდაიქმნება ხელშესახებ ნაბიჯებად და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატო-ში გაწევრიანებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების შეფასებით, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო გაწევრიანებისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-სთან ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დიალოგზე და არაერთი მიმართულებით არსებულ შესანიშნავ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე.

 

„ამავდროულად, წინ უნდა გავიხედოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი. საქართველოს ნატო-სთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე დაგვეხმარება ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც თანაბრად შეეხება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო არის შავი ზღვის და უფრო ფართო ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ელემენტი. ქვეყნის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ რეგიონული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, რაც ამჟამად ინიცირდება. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია, ქვეყანა მიუახლოოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა, ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამის "შესაძლებლობათა ფანჯარა" ღიაა. ყოყმანი არ დაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში. ნატო-ს გაფართოება ევროპაში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე გამართლებული ვარიანტია. საქართველოს შესაშური ძალისხმევა ამის ძალიან მყარ საფუძველს იძლევა. დარწმუნებული ვარ, მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად ვიპოვით გზებს არსებული გამოწვევების გადასალახად და საქართველოს გაწევრიანების პროცესს მნიშვნელოვნად ავიყვანთ უფრო მაღალ და მდგრად დონეზე. მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩემი ერის ცივილიზაციური, ღირებულებებით გაჯერებული არჩევანია. მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მეგობრობისთვის”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის სტუმრებს.

 

ღონისძიებაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

შავ ზღვაში ნატო-ს აქტიურობის გაძლიერება უსაფრთხოების სფეროში ვითარებას აუარესებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

 

რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის გუშინდელ განცხადებაზე შავ ზღვაში ნატო-ს ყოფნის გაფართოებაზე.

 

„ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ ნატო-ს აღნიშნული აქტიურობა უსაფრთხოების სფეროში ვითარებას გაუარესებს. შავი ზღვა ყოველთვის იყო თანამშრომლობის ზღვა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევისა და შავ ზღვაში ყოფნის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს.

 

„ნატო უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ახლა განვიხილავთ თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ასევე განვიხილავთ შავ ზღვაში ნატო-ს ყოფნის შემდგომ გაზრდას. უახლოეს დღეებში შავ ზღვაში ჩვენი ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

აშშ-ს სენატმა უილიამ ბარი აშშ-ს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაამტკიცა. უილიამ ბარის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 52 სენატორმა, ხოლო 36 კი წინააღმდეგ წავიდა.

 

როგორც თეთრი სახლი იუწყება, უილიამ ბარმა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსისა და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანდასწრებით დადო ფიცი.

 

უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას მისი პრიორიტეტი აშშ-ში არჩევნების დაცვა იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ უილიამ ბარი უკვე მუშაობდა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯორჯ ბუში უფროსის ადმინისტრაციაში.

ევროკავშირი თურქეთს თავის შემადგენლობაში არ იღებს მხოლოდ იმის გამო, რომ თურქეთი მუსლიმური ქვეყანაა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხ А Haber-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ. მაშინ ღიად თქვან ეს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს, საფრანგეთის მინისტრმა ევროპულ საკითხებში ნატალი ლუაზომ განაცხადა, რომ პარიზი არ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თურქეთთან მოლაპარაკებების განახლება მოხდეს, ვიდრე თურქეთი დემოკრატიულ და პროევროპულ არჩევანს არ გააკეთებს.

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ პედრო სანჩესმა განაცხადა.

 

სიტყვით გამოსვლისას პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ვინაიდან „პარლამენტმა არ მიიღო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, მთავრობას ორი ვარიანტი ჰქონდა - წინა მთავრობის მიერ მიღებული ბიუჯეტი გადმოეტანა ან ვადამდელი არჩევნები დაენიშნა“.

 

„მე ინიციატივით გამოვედი პარლამენტის დათხოვნა მოხდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 28 აპრილისთვის დაინიშნოს“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

 

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს უნდა გამართულიყო.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2019 წლის ფედერალური ბიუჯეტის კანონპროექტს ხელს მოაწერს და მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დაფინანსების თაობაზე. ის ასევე მიიღებს სხვა ზომებს, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რათა შეაჩეროს ჩვენს საზღვრებზე ჰუმანიტარული კრიზისი. პრეზიდენტი ასრულებს თავის დანაპირებს ააშენოს კედელი, დაიცვას ჩვენი საზღვრები და ჩვენი დიადი ქვეყანა“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა.

 

2019 წლის ფედერალური ბიუჯეტის კანონპროექტი უკვე დაამტკიცა აშშ-ს კონგრესის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ. პროცედურის თანახმად, ის ახლა აშშ-ს პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტში მექსიკასთან საზღვრის მშენებლობისთვის 1,4 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.

 

შეგახსენებთ, რომ იმის გამო, რომ „დემოკრატები“ უარს ამბობდნენ ბიუჯეტში 5.7 მილიარდი აშშ დოლარი გაეწერათ მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად, აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ „შათდაუნს“, ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებას ჰქონდა ადგილი, რომელიც 35 დღე გაგრძელდა.

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების იმედი არ აქვს. „რაც შემეხება მე, ალბათ, არასოდეს მივიღებ მას, მაგრამ ეს არაფერი. მათ ეს პრემია მისცეს ბარაქ ობამას და მან არც კი იცოდა, რისთვის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ უთხრა, რომ ნობელის პრემიაზე წარადგინა.

 

„მან მითხრა, რომ იაპონიის სახელით წარგადგინეთ ამ პრემიაზე და ვთხოვ მათ, თქვენ მოგცენ ნებელის მშვიდობის პრემია“, - განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ 2009 წელს ნობელის მშვიდობის პრემია „საერთაშორისო დიპლომატიისა და ადამიანებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის“ მიიღო.

ნიკოლას მადუროს მთავრობის დიპლომატიური ბლოკადა უკეთესია, ვიდრე ვენესუელაში სამხედრო ინტერვენცია, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ ვაშინგტონში ვუდრო ვილსონის სახელობის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„დიპლომატიური ბლოკადა უფრო ეფექტური საშუალებაა, რომლის მიზანია ბოლო მოეღოს მადუროს დიქტატურას. ეს საშუალება უკეთესია, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის ნებისმიერი ფორმა“, - განაცხადა ივან დუკემ.

 

კოლუმბიის პრეზიდენტის აზრით, შემდეგი ნაბიჯი გადადგმული უნდა იყოს დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს საერთაშორისო მხარდაჭერის საფუძველზე.

 

„ვენესუელას სამხედროებმა უარი უნდა თქვან დიქტატორისთვის ერთგულების შენარჩუნებაზე და ქვეყნის კონსტიტუციას უნდა ემსახურონ“, - აღნიშნა მან.

 

ივან დუკემ ასევე აღნიშნა, რომ მადუროს მთავრობის დიპლომატიური ბლოკადა წარმატებული აღმოჩნდა.

 

„მას უკვე არ აქვს ის ძალაუფლება. მას არ აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა. ყველა პრეზიდენტად გუაიდოს აღიარებს. ეროვნული ასამბლეა ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოა“, - დასძინა კოლუმბიის პრეზიდენტმა.

ევროპული ქვეყნების მხრიდან ირანის მხარდამჭერი ქმედებები აშშ-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოებების გაღრმავებას გამოიწვევს. ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, ახლო აღმოსავლეთის შესახებ განაცხადა.

 

„ევროპაში ზოგიერთი პარტნიორი ცდილობს მექანიზმების შექმნას, რათა გვერდი აუარონ ირანისთვის ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს ინსტრუმენტი მცდელობაა აშშ-ს სანქციების დარღვევა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა.

 

მაიკ პენსის აზრით, „ამგვარი მიდგომა გააძლიერებს ირანს, დაასუსტებს ევროკავშირს და გააღრმავებს უთანხმოებას ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის“. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები გამკაცრდება, თუ ირანი არ იტყვის უარს თავის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე. დონალდ ტრამპმა ასევე მოაწერა ხელი 2019 წლის ფედერალური ბიუჯეტის კანონს, რომელშიც კედლის მშენებლოსთვის არა 5.7 მილიარდი, არამედ 1.4 მილიარდი აშშ დოლარია გამოყოფილი.

 

საგანგებო მდგომარეობის შემოღება აშშ-ს პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, საჭირო თანხები კონგრესის გვერდის ავლით მოიზიდოს. შეგახსენებთ, რომ დღეს საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 8 მილიარდი აშშ დოლარის მოძიებას აპირებს.

 

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროს ინფორმაციით, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი მოძიებული იქნება პენტაგონის საჭიროებებისთვის ობიექტების მშენებლობის ფონდიდან, ხოლო 2.5 მილიარდი აშშ დოლარი და 600 მილიონი აშშ დოლარი მოძიებული იქნება თავდაცვისა და ხაზინის დეპარტამენტების ფონდებიდან, რომელიც გამოყოფილი იყო ნარკოტიკების ბრუნვასთან ბრძოლისთვის.

მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 8 მილიარდი აშშ დოლარის მოძიებას აპირებს.  ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

 

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროს ინფორმაციით, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი მოძიებული იქნება პენტაგონის საჭიროებებისთვის ობიექტების მშენებლობის ფონდიდან, ხოლო 2.5 მილიარდი აშშ დოლარი და 600 მილიონი აშშ დოლარი მოძიებული იქნება თავდაცვისა და ხაზინის დეპარტამენტების ფონდებიდან, რომელიც გამოყოფილი იყო ნარკოტიკების ბრუნვასთან ბრძოლისთვის.

 

აღნიშნულს ასევე დაემატება 1.4 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც უკვე ჩადებულია 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში, რომელიც გუშინ მიიღო კონგრესმა და პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპს საზღვარზე კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად თანხის მოძიებისთვის კონგრესის თანხმობა არ დასჭირდება.

ნატო უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევისა და შავ ზღვაში ყოფნის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ სტეპან პოლტორაკთან არაფორმალური საუზმე გამართეს. შეხვედრისას ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს რუსეთისადმი მოწოდება უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ.

 

„ნატო უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ახლა განვიხილავთ თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ასევე განვიხილავთ შავ ზღვაში ნატო-ს ყოფნის შემდგომ გაზრდას. უახლოეს დღეებში შავ ზღვაში ჩვენი ხომალდები მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

ევროკავშირი

არქივი

« « » » თებერვალი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?