ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 10 000-მდე აქლემს დახოცავენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ ცხოველები ტყის ხანძრის პირობებში ძალიან ბევრ წყალს სვამენ და აგრეთვე მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას საფრთხეს უქმნიან.

 

გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების დეპარტამენტის განცხადებით, აქლემების მართვის ტრადიციული მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა.

 

მიწის მფლობელები აქლემებს გასაყიდად იშინაურებდნენ, თუმცა როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ხანძრის პირობებში ცხოველების მართვა შეუძლებელი გახდა.

 

გავრცელებული ცნობით, აქლემები ინფრასტრუქტურას აზიანებენ და ცდილობენ წყალი მოიპოვონ, რის გამოც მოსახლეობაში ქაოსს ქმნიან.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიაში ტყის ხანძრებისგან ნახევარი მილიარდი ცხოველი მოკვდა. ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 5 მილიონი ჰექტარი ტყე ხანძარმა გაანადგურა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.