Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.9841
EUR
3.3422
RUR
0.0431
GBP
3.7394

მსოფლიო მედიის ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, რომლის ცდები ცხოველებზე მომავალ კვირას დაიწყება.

 

ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლორწოვანი ინფექციების და იმუნიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რობინ შათოქის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე ზაფხულში დაიწყება.

 

„თუ ვირუსი პანდემია გახდება და მთელს მსოფლიოს მოედება, ეს ძალიან გვიან არ იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ ეპიდემიის შესახებ. თუ ის ინფლუენზას მსგავსია, შესაძლოა, მან ზაფხულშიც ბევრი ადამიანი მოკლას“, - განაცხადა პროფესორმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში.

 

ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 560-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაავადებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული რიცხვი 28 000-ს აღემატება.

ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), რაც შეიძლება სწრაფად გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები, რომ ახალი კორონავირუსის შესწავლა მოხდეს და გლობალურ დონეზე ეპიდემიის საწინააღმდეგო საპასუხო ზომები იქნეს მიღებული.

 

ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების უნარის შესწავლა, რომ სხვა ქვეყნების რჩევებით მომარაგება გახდეს შესაძლებელი.

 

შეგახსენებთ, დღეს ჩინეთის პრეზიდენტი კორონავირუსის ეპიდემიის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ შეხვედრის შემდგომი ნაბიჯია.

ექსკლუზიური

ევროკავშირი

არქივი

« « » » ივნისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?