Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.2117
EUR
3.7763
RUR
0.0413
GBP
4.1678

უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთხოების ორგანოების ნაწილში.

 

„საქართველო ახლაც გადის წინსვლას და მივესალმებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრის დროს. კარგი ის არის, რომ ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად. ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატო-ს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატო-სთვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით.

 

ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია, ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატო-ს ალიანსის წევრებისთვისაც.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსთვის, იმ ძლიერი ერთგულებისთვის, რომელიც ავღანეთში, ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება. ჩვენს მისიებში, საქართველო, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო მექანიზმი ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიოს.

 

„ჩვენ პატივს ვცემთ ბელარუსის ტერიტორიულ მთლიანობას. ბელარუსი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. არავის, მათ შორის რუსეთს, იქ მიმდინარე მოვლენებში ჩარევის უფლება არ აქვს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა გერმანულ გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

იენს სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა ალექსანდრე ლუკაშენკოს, უზრუნველყოს ბელარუსი ხალხი სახელმწიფოს მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობით.

 

„რეგიონში ნატოს ძალების კონცენტრაცია არ შეინიშნება. რეჟიმმა არ უნდა გამოიყენოს ეს, როგორც მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის საბაბი. ეს მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - დასძინა მან.

 

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

 

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩინეთის პარლამენტის მიერ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

 

„ცხადია, რომ ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ამას ჩვენ ჰონგ-კონგში ვხედავთ, სადაც უსაფრთხოების ახალი კანონი მის ავტონომიას ძირს უთხრის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

დღეს ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო. კანონი მიმართულია ჰონგ-კონგის მთავარი კანონის 23-ე მუხლის განხორციელებისკენ. ეს მუხლი ადმინისტრაციულ რაიონს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით „დივერსიული საქმიანობის“ წინააღმდეგ კანონების მიღებას ავალდებულებს. უფრო კონკრეტულად, ეს კანონი ჰონგ-კონგში სეპარატიზმსა და ბუნტს კრძალავს.

საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ შეგვიძლია ყველას ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად ვაკეთებთ და თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ და ასევე თქვენი წვლილით ნატოს მისიებში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის დროს ნატოსა და საქართველოს შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე იმსჯელეს.

 

იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

 

„მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თქვენი ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ და მისი წევრობისთვის მოემზადოთ“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

მან საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

 

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოსთვის,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

„ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ევროპელი ყოველდღე იღვიძებს რუსეთის მხრიდან კიბერ ან ფიზიკური თავდასხმის შიშით. ალბათ ქვეყანა, რომელსაც ამ ბორკილის გატეხვის საუკეთესო შანსი აქვს, საქართველოა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას“, - წერს The Parliament magazine სტატიაში სათაურით „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“.

 

„აშშ-ის როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა პრეზიდენტებმა, ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მცდელობებს, გაეძლიერებინა მისი პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციები. დღესდღეობით, საქართველო არის ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე.

 

საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, თუმცა ძალიან ძველი ისტორიის მქონე: ახალგაზრდა დემოკრატიები არ არის სრულყოფილი; ისინი განსხვავებულად ვითარდებიან და ყველას აქვს გასათვალისწინებელი უნიკალური კულტურული და გეოგრაფიული კონტექსტი. როდესაც საქართველო ამ გზას თავად გადის, მთავრობას სჭირდება და იმსახურებს მხარდაჭერასა და მეგობრობას ბრიუსელიდან, ვარშავადან და ევროპის სხვა მნიშვნელოვანი დედაქალაქებიდან, მათ შორის ბერლინის, ლონდონისა და პარიზის ძველი დემოკრატიებიდან”, - ნათქვამია სტატიაში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების დადასტურებას ელოდება.

 

ტელეარხ Euronews-სთან საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ყოფილა მიღებული იმის თაობაზე, თუ როგორ ან როდის იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება განხორციელებული.

 

იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე იქნება განხილული.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის განახევრება სურს. საუბარია დაახლოებით 9 500 ამერიკლელი სამხედროს გერმანიიდან გაყვანაზე.

 

„ჩემი მესიჯი ის არის, რომ აშშ-ის ევროპაში ყოფნა არა მხოლოდ ევროპის დაცვა, არამედ ევროპის გარეთ აშშ-ის დაცვაც არის. ვიცით, რომ აშშ უამრავ ოპერაციებს ატარებს ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში. ყველაფერი ეს ევროპაში მდებარე ამერიკული ბაზებიდან ხდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. ამ მიმართულებით მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ის იმედოვნებს, რომ საქართველოს არჩევნებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩაატარებს.

 

„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ნატოს სათაო დაწესებულებაში. მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორეობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრ სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის სწავლებებში ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ამაყნი ამისთვის და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებაში, ნატოს მისიების წარმატებაში. ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს გავუზიაროთ ავიატრასების, რადარების მონაცემები, ვითანამშრმლოთ ერთობლივი წვრთნების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონში.

 

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში და მივესლამებით იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. ამ მიმართულებით მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს საქართველოში არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიაა“, - განაცხადა იენს სტონტელბერგმა.

საქართველო, ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე, ერთ სულ მოსახლეზე, ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, - წერს The Parliament magazine სტატიაში სათაურით „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“.

 

სტატიის ავტორი, პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი, რიცარდ ცარნეკი აღნიშნავს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას.

 

„აშშ-ს როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა პრეზიდენტებმა, ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მცდელობებს, გაეძლიერებინა მისი პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციები. დღესდღეობით, საქართველო არის ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე” - აღნიშნავს ავტორი.

 

როგორც რიცარდ ცარნეკი წერს, მაშინ, როცა დასავლური სამყარო ნელ – ნელა იწყებს COVID-19- ის შეზღუდვების მოხსნას, აშკარად გამოიკვეთა, რომ პანდემიამ დააჩქარა გარკვეული გეოპოლიტიკური პრიორიტეტები და წარმოქმნა სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მიუდგება ევროპა ამ საკითხებს.

 

 

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის წარმოშობის პოტენციური საერთაშორისო გამოძიების ფონზე - ევროკომისიამ და ევროკავშირის წამყვანმა მთავრობებმა უნდა დაიწყონ სტრატეგიული ფიქრი ახალ გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ.

 

„უნდა დავიწყოთ საკუთარი სამეზობლოდან. პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებმა დიდი სარგებელი მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისგან. ეს სახელმწიფოები რომ არ შეერთებოდა დასავლეთის ალიანსს, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა: შედეგი თამაშდება ყირიმის, დონბას, აფხაზეთისა და ცხინვალის ქუჩებსა და მინდვრებში“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ბალტიის ზღვაში NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მასშტაბური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ Deutsche Welle წერს. სწავლებაში 29 საზღვაო ხომალდი და 29 თვითმფრინავი მონაწილეობს.

 

NATO BALTOPS 2020, აშშ-ის ევროპული სარდლობის ეგიდით, გერმანიისა და დანიის სანაპიროებთან ახლოს ტარდება. სწავლებაში ალიანსის წევრი 17 ქვეყნის 3000 სამხედრო და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების - შევედეთისა და ფინეთის სამხედროები მონაწილეობენ. სწავლება 16 ივნისს დასრულდება.

 

პანდემიის გამო სწავლება მხოლოდ ზღვაზე ჩატარდება და არ მოიცავს სახმელეთო ოპერაციებს.

 

„უსაფრთხოებას ბალტიის ზღვაში დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული სტაბილურობისთვის. მიმდინარე სწავლების განმავლობაში მოხდება ჩვენი ერთობის დემონსტრირება საერთო ღირებულებების, მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვის საქმეში“, - განაცხადა სწავლებაში მონაწილე ერთ-ერთი საზღვაო შენაერთის მეთაურმა ინგვე სკოგლუნდმა.

 

NATO-ს საზღვაო-სამხედრო სწავლება BALTOPS ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა და 1971 წლის შემდეგ რეგულარულად ტარდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.

 

განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც უკვე ემსხვერპლნენ მოქალაქეები.

 

„ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა განაახლონ. ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას “, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

მხარს ვუჭერ საქართველოს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ნატო-ში - ფაქტი, რომ ასე იმუშავეთ წევრობისთვისდა ფაქტი, რომ რუსეთი თქვენს ოკუპაციას ახდენს, არსებითი მიზეზია, რომ ალიანსში მიგიღოთ“, - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მან ისაუბრა ოკუპაციის გავლენის შესახებ საქართველოს ნატო-ში შესაძლო წევრობაზე. კინზინგერის თქმით, სწორედ ის ფაქტი, რომ ნატო-ს ზოგი წევრი ამბობდა, რომ საქართველოს ნატო-ში მიღება იმიტომ არაა შესაძლებელი, რომ ქვეყანა ოკუპირებულია, ისაა, რაც რუსეთს დესტაბილიზაციის გაგრძელებისკენ აახალისებს.

 

„თუ რუსეთმა იცის, რომ შეუძლია, უბრალოდ ხელში ჩაიგდოს მოსაზღვრე ქვეყნების სადავო ტერიტორიები და ნატო მისცემს მათ უფლებას, მაშინ ეს მათთვის სახელმძღვანელოა. ჩემი აზრით, სიმართლე ისაა, რომ საქართველომ ნატო-ში გასაწევრიანებლად ბევრი იშრომა, ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე, აშშ-ს გარდა, ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაერთო, დემონსტრირება მოახდინა თავისი პარტნიორობისა და ბრძოლის უნარის - ბოლოს, როცა საქართველოში ვიყავი, დაჭრილი ქართველი გმირები ვნახე, რომელთაც იბრძოლეს როგორც რუსეთისგან საქართველოს დასაცავად, ასევე, ავღანეთში. ჩემი აზრით, ფაქტი, რომ ასე იმუშავეთ წევრობისთვის და ფაქტი, რომ რუსეთი თქვენს საზღვართანაა და თქვენს ოკუპაციას ახდენს, არსებითად მიზეზია იმისა, რომ ნატო-ში მიგიღოთ. ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ თუ თქვენ თავისუფლების მხარეზე დგახართ, ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ და არა იმას, რომ თუ რუსეთის გავლენის ქვეშ ხართ, მაშინ მიგატოვებთ - ვფიქრობ, ეს მთელი მსოფლიოს გარშემო ყველასთვის, მათ შორის უკრაინისთვის, მტკიცე მესიჯი იქნება. ასევე, არა მგონია, პუტინი ერთიან ნატო-სთან უგუნურად მოიქცეს, ეს ფაქტად ვიცი, აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს საქართველოს დაუყოვნებელ წევრობას ნატო-ში“, - აღნიშნა კინზინგერმა.

 

კითხვაზე, უფრო მეტად ხომ არ გააბრაზებს რუსეთს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, კინზინგერმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ რეალურად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, სადამდეც წინააღმდეგობას არ აწყდება.

 

„რა თქმა უნდა, ეს რუსეთს გააბრაზებს. მაგრამ ამასთანავე ვიცი ისიც, რომ რუსეთს არ შესწევს უნარი, ომში აშშ და ნატო დაამარცხოს, თუ ამას გადაწყვეტს. ისიც ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინს ესმის - ის მანამდე წაიწევს წინ, სანამ ბარიერს, კედელს გადააწყდება, მაგრამ როდესაც ამ კედელს დაეჯახება, მაშინ უკან დაიხევს. 2 წლის წინ აშშ-მ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლა სირიაში, რის შემდეგაც პუტინისგან ბევრი არაფერი გვსემენია. დიახ, ამჟამად პუტინს ყველაფერი აბრაზებს, რადგან მას წარუმატებელი ქვეყნის ხილვა სურს. მაგრამ ვფიქრობ, ფაქტია, რომ საქართველოს ნატო-ში წევრად მიღება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ბევრად უკეთესი იქნება და ეს ამ არეალში კონფლიქტს ბევრად ნაკლებად მოსალოდნელს გახდიდა.“, - განაცხადა კინზინგერმა 

ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ალექსანდრე მაისურაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ალექსანდრე მაისურაძე კი ჟენევაში განაგრძობს საქმიანობას.

 

„ნატოში ჩვენმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყეტილება, მისი გამოცდილება, მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად.

 

ამიტომ, ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დილიძე, რომელიც იქნება ნატოში საქართველოს წარმომადგენელი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?