საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. როგორც „გლობალ პრესს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელება აღნიშნეს და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები დასახეს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში.

 

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შემდეგ წლებში პრინციპი - მეტი ნატო საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება, განსაკუთრებით ერთობლივი სწავლებებითა და მაღალი დონის ვიზიტებით.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა და ალიანსის სახელით საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.