ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, აცხადებს, რომ იმ შემთხევვაში, თუ რუსეთი საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულებას არ დაუბრუნდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეაგირებას მოახდენს.

 

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანული საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

"მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა რუსეთს უკანასკნელი შანსი აქვს. თუ რუსეთი შეთანხმების პირობებს არ დაუბრუნდება, ჩვენ დიდი პრობლემები გვექნება," - აცხადებს სტოლტენბერგი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.