უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ხუთ წელიწადში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

 

„ჩვენ ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის ყველა კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ჩვენ გვექნება სამოქმედო გეგმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ასევე გვექნება გადაწყვეტილება უკრაინისათვის ნატო-ში გაწევრიანების მინიჭების თაობაზე“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები და დააკმაყოფილოს ევროკავშირისა და ნატო-ს კრიტერიუმები. მისივე თქმით, აღნიშნული ამოცანების შესრულება

 

„აბსოლუტურად რეალურია“. „ნატო-ს წევრობა უსაფრთხოებას ნიშნავს. ეს გარე საზღვრების უსაფრთხოებაა, ეს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით აღდგენაა“, - დასძინა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.