ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოაწერეს.

 

აღსანიშნავია, რომ პროცედურის თანახმად, შემდეგ ეტაპზე აღნიშნული პროტოკოლი ნატო-ს წევრ ქვეყნებს გადაეცემათ რატიფიცირებისთვის და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეძლებს მის რატიფიცირებას მაკედონია.

 

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მიმდინარე წელს დასრულდება და მაკედონია ოფიციალურად გახდება ალიანსის 30-ე წევრი ნატო-ს სამიტზე, რომელიც დეკემბერში ლონდონში გაიმართება.

 

„პროტოკოლის ხელმოწერა რატიფიცირების პროცესს ხსნის და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი სწრაფად ჩატარდება და შევძლებთ ალიანსის 30-ე წევრს მივესალმოთ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.