ნატო-ს 2019 წლის სამიტი სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიმდინარე წლის დეკემბერში, ლონდონში გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ სახელმწიფო მეთაურების დონეზე შემდეგი სამიტი მიმდინარე წლის დეკემბერში ლონდონში გამართონ. დიდი ბრიტანეთის მადლობელნი ვართ ამ შეხვედრას უმასპინძლონ იმ წელს, როდესაც ნატო-ს 70 წელი უსრულდება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მეთაურების დონეზე ნატო-ს სამიტი 2018 წელს ბრიუსელში გაიმართა. წელს ნატო-ს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.