შავ ზღვაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო, ნატო-მ უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა გააძლიერა. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები, რომელიც დაკავებული იყო გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში. ალიანსის წევრებმა უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის დონე გაზარდეს შავ ზღვაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ასევე აღნიშნულია, რომ ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაზე მხარეებმა ყირიმში არსებული ვითარება განიხილეს. ნატო-მ კვლავ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.