ბელარუსი ნატო-ს წევრ მეზობელ ქვეყნებს მტრად არ განიხილავს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

 

„საჭიროა ნატო-სთან ისეთი ურთიერთობების დალაგება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს. ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ. არ უნდა ვუყუროთ მათ, როგორც მტრებს“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

 

ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსს ნატო-ს წევრი სამი სახელმწიფო ესაზღვრება- პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია, ხოლო „უკრაინა კი ნატო-ში მიისწრაფის“. ალექსანდრე ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საჭიროა ბლოკებს შორის დაპირისპირების გადალახვა ინტეგრაციის იდეის წინ წამოწევით“.

 

„იდეალურ ვარიანტში ბელარუსის საგარეო პოლიტიკის დასავლური და აღმოსავლური ვექტორები ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს“, - აღნიშნა მან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.