ნატო-საქართველოს სწავლების დროს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატო-საქართველოს სწავლებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„18-29 მარტს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ჩატარდება. ნატო საქართველოს სწავლება არის პერიოდული სწავლება, რომელიც საქართველოსთვის ექსკლუზიურად ხორციელდება. მონაწილეობას იღებს დაახლოებით 20-მდე ქვეყანა. ამ სწავლების დროს მოხდება უნარ-ჩვებების ამაღლება, მაქსიმალურად მოხდება საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის და ნატო-ს პირადი შემადგენლობის ინტეგრირება დაგეგმარების პროცესში.

 

თუ წინა სწავლებაზე ძირითადად ნატო-ს წარმომადგენლობა და საერთაშორისო წარმომადგენლობა იყო პასუხისმგებელი სწავლების ჩატარებაზე, ახლა აბსოლუტური პასუხისმგებლობა აკისრია ჩვენს სამხედრო მოსამსახურებს. ეს ხელს შეუწყობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

 

სწავლების დროს საქართველოში ჩამოდის იენს სტოლტენბერგი, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის სტუმრები,“ - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.