ასეთი დატვირთვით ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტზე ისაუბრა.

 

„დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტი იმართება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და მთლიანად ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში. ნატო-ს გენმდივნის ვიზიტი ასევე ემთხვევა ნატო-ს სწავლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე კვირაში ჩვენ გვაქვს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტის წარმომადგენლობა. ამავე კვირაში მე მექნება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში ცალკე შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი დატვირთვით ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, რომ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.