ნატო-მ პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ტექნიკისთვის სამხედრო საცავის მშენებლობა დაგეგმა, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ „The Wall Street Journal“ წერს.

 

ახალი ობიექტი პოლონური სოფლის - პოვიდზის მახლობლად მდებარე პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზას ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის სატრანსპორტო კვანძად გარდაქმნაში დაეხმარება.

 

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ზაფხულისთვის დაიწყება და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

სამხედრო საცავში ამერიკული ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალები და შეიარაღება განთავსდება.

 

„ეს ადასტურებს ამერიკასთან ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობას. ეს საცავი გახდება საფუძველი პოლონეთში ამერიკის ყოფნის გაძლიერებისა“ - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.