ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები პრესისთვის ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებენ.

 

მთავრობის ადმინისტრაციიდან ნატო-ს გენერალური მდივანი პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლებს, სადაც მას სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს. დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის წევრებთან.

 

ნატოს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

 

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდება.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს 24 მარტს ეწვია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.