ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„უპირველეს ყოვლისა, ნატო მოუწოდებს რუსეთს გამოითხოვოს განცხადება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გულისხმობს და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ჩვენ მტკიცეთ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. არასდროს გვითქვამს სხვანაირად. ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკურ დიალოგს. ეს არ არის იოლი პროცესი. წინსვლა დიდი არაა, თუმცა ნატო მხარს უჭერს მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებას და კონფლიქტის მოგვარებას“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.