ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

 

სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვია ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრო მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

 

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში გუშინ, 24 მარტს ჩამოვიდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.